საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის CU კამპუსში

28 აპრილი 2021

28 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე მოსული აბიტურიენტები სკოლების დეკანებს შეხვდნენ, ზოგადი ინფორმაცია მოისმინეს კავკასიის უნივერსიტეტზე და სხვადასხვა მიმართულების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

 

ღონისძიებაზე მოსულ აბიტურიენტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ კამპუს ტური ჩაუტარდათ.