შეხვედრა თემაზე - ევროკავშირის როლი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში

30 მაისი 2025

კავკასიის უნივერსიტეტში, ახალგაზრდა ელჩების (Young European Ambassadors – YEA) ინიციატივით გაიმართა შეხვედრა თემაზე: „ევროკავშირის როლი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

 

შეხვედრას გაუძღვა მოწვეული სპიკერი ნინო დოლიძე, არასამთავრობო სექტორის გამორჩეული წარმომადგენელი და ISFED-ის ყოფილი დირექტორი, რომელიც წლების განმავლობაში იბრძოდა სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და დემოკრატიული პროცესების გამჭვირვალობისთვის.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო:

 

  • დეზინფორმაციის ძირეულ საფრთხეებს დემოკრატიული განვითარებისთვის;
  • ევროკავშირის პოლიტიკასა და პროექტებს, რომლებიც მიმართულია მედიის თავისუფლების, ფაქტების გადამოწმებისა და კრიტიკული აზროვნების გაძლიერებისკენ.

 

სტუდენტებმა ასევე მიიღეს მონაწილეობა ინტერაქტიურ აქტივობაში – „Fact or Fake?“, სადაც მათ მოუწიათ ამოეცნოთ სიცრუე და ფაქტები საინფორმაციო საშუალებებიდან, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ღონისძიების დინამიკა და მასში ჩართულობა.