14 თებერვალს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ინოვაციებისა და კომერციალიზაციის დეპარტამენტის ტექნოლოგიების გადაცემის მენეჯერმა თინათინ ჯაჭვაძემ, კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.
ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომლებიც პასუხობს ბაზრის საჭიროებებს.
პროგრამის ფარგლებში შეირჩევა კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ტექნოლოგიები/ინოვაციები. შეხვედრა ჩატარდა კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის ორგანიზებით.