2 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია კავკასიის უნივერსიტეტის ელჩებს შეხვდა.
ელჩებს მიესალმა სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის უფროსი მერი ხვიჩია და დეტალურად ისაუბრა ელჩების პროგრამის შესახებ.
კავკასიის უნივერსიტეტის ელჩების პროგრამა მესამე წელია, რაც წარმატებით ხორციელდება. 2025 წლის შემოდგომის სემესტრს კი ახალი ნაკადი შეემატა, რომელიც CU-ის თერთმეტი სკოლის 37 გამორჩეულ სტუდენტს აერთიანებს.
37 ელჩი, რომლებიც განსაკუთრებული აკადემიური მოსწრების, უნარ-ჩვევების, მრავალფეროვანი ინტერესებისა და საერთაშორისო აკადემიური გამოცდლებების მიხედვით შეირჩნენ, 1 წლის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ CU-ის სტუდენტური ცხოვრების გუმჯობესებასა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტუდენტებისთვის ინკლუზიური ატმოსფეროს შექმნაში.
უნივერსიტეტის ელჩების პროგრამა საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდია, რომელიც სტუდენტების ჩართულობის ზრდასა და მათი დახმარებით, სტუდენტური ცხოვრების კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას ემსახურება.
შეხვედრის დასასრულს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ელჩებს მათთვის დამზადებული ბრენდირებული მაისურები და პინები გადასცა.