თანამშრომლობა კავკასიის უნივერსიტეტსა და ჩილეს პონტიფიკურ კათოლიკურ უნივერსიტეტს შორის

18 ივლისი 2024

კავკასიის უნივერსიტეტსა და ჩილეს პონტიფიკურ კათოლიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. მემორანდუმის გაფორმების საზეიმო ცერემონიალი ჩილეში, პონტიფიკური კათოლიკური უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში შედგა.

 

აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის გაფორმების შემდგომ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, კახა შენგელიას, ვიცე-პრეზიდენტს ირენა მელუასა და   პონტიფიკური კათოლიკური უნივერსიტეტის რექტორს, იგნასიო სანჩესა და ვიცე-პრეზიდენტ ლილიან ფერერს (Lilian Ferrer) შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა ისაუბრეს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლის, ერთობლივი კვლევითი  აქტივობების განხორციელებაზე. 

 

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი პირველი ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელმაც სტრატეგიული თანამშრომლობა დაიწყო ჩილეს ერთ-ერთ წამყვან უმაღლეს დაწესებულებასთან როგორც სწავლა/სწავლების, ისე კვლევის მიმართულებით.