ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტსა და ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლას შორის

12 მარტი 2021

12 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტს, ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ გიორგაძე და აბიტურიენტები ეწვივნენ.

 

აბიტურიენტები  საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ, კავკასიის უნივერსიტეტის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მიიღეს და შეხვდნენ სკოლების დეკანებსა და წარმომადგენლებს. 

 

ვიზიტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტსა და ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მიხეილ გიორგაძემ.  

 

მემორანდუმის მიზანია, უნივერსიტეტის და სკოლის განვითარების მიზნით, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების ჩართულობით, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

 

შეხვედრის ბოლოს, სტუმრებს კამპუს ტური ჩაუტარდათ.