საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

11 იანვარი
დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები ფინანსთა სამინისტროში სასწავლო პრაქტიკასა და სტაჟირებას გაივლიან. უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას ფინანსთა სამინისტრო საჭირო მეთოდოლოგიური მასალებით, წვრთნის მოდულებითა და ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა ინტელექტუალური რესურსებით უზრუნველყოს. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელება და გამოცდილების გაზიარება.

{phocagallery view=category|categoryid=262|limitstart=0|limitcount=0}