ქართველი მხატვრის გიორგი (გოგი) ალექსი-მესხიშვილის შეხვედრა CU-ის სტუდენტებთან

27 მაისი 2023

27 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტს, ცნობილი ქართველი მხატვარი და თეატრალური დეკორატორი გიორგი (გოგი) ალექსი-მესხიშვილი  ესტუმრა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა - კახა შენგელიამ - უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, მხატვარი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, გასცნობოდა გიორგი (გოგი) ალექსი-მესხიშვილის შემოქმედების  დეტალებს, ღონისძიება ინტერაქციულ რეჟიმში, კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.

 

უნდა აღნიშნოს, CU-ის კამპუსში კახა შენგელიამ და მხატვარმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ საქველმოქმედო გალა საღამოზე შეძენილი, გიორგი (გოგი) ალექსი-მესხიშვილის ნახატი ერთად დაკიდეს.