23 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში ახალი წიგნის "Microsoft Excel-ის 100 ამოცანა დამწყებთათვის" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში თავმოყრილია 100 ამოცანა, მისი შესაბამისი ვიდეო გაკვეთილი და ვიდეო ამოხსნა.
წიგნზე მუშაობდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი დათუკიშვილი და კავკასიის ეკონომიკის სკოლის სტუდენტი თორნიკე კვინიკაძე, რომლებიც თავიანთი ნაშრომი წარადგინეს.
ღონისძიება გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ.
წიგნი ბეჭდური ფორმით პრეზენტაციაზე გავრცელდა, თუმცა მისი კონცეფცია ელექტრონულია.
წიგნი "Microsoft Excel-ის 100 ამოცანა დამწყებთათვის" გამოიცა კვლევის შიდასაუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში.