17 მაისს, კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს მოწვეული სპიკერის, ნანა ჩიქოვანის ლექცია ჩაუტარდათ.
ნანა ჩიქოვანი JTI-ის კავკასიის რეგიონის ბრენდის ჯგუფის მენეჯერია, მან სტრატეგიული მარკეტინგის სალექციო კურსის ფარგლებში, მარკეტინგის მიმართულების IV კურსის სტუდენტებთან ისაუბრა თემებზე: ბრენდის ახალ ბაზარზე შესვლის, გადარჩენის მთავარი ფაქტორები, სტრატეგიები და მაგალითები.
ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია, სადაც სტუდენტებს ჰქონდათ კითხვების დასმის საშუალება.
Japan Tobacco International-ის სხვა წარმომადგენელი კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის ლექციას მომავალშიც გამართავს.