მოწვეული სპიკერი კავკასიის ბიზნესის სკოლაში

29 მაისი 2019

28 მაისს, კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს მოწვეული სპიკერის, ივანე ხასიას ლექცია ჩაუტარდათ.

 

ივანე ხასია JTI-ის კავკასიის რეგიონის კორპორატიული ურთიერთობის მენეჯერია. მან ლექციის „საგადასახადო დაბეგვრის პრინციპები“ ფარგლებში, ფინანსების სპეციალობის III კურსის სტუდენტებთან, ისაუბრა თემაზე: „GR და ფისკალური საკითხები.“


ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია, სადაც სტუდენტებს ჰქონდათ კითხვების დასმის საშუალება.

 

Japan Tobacco International-ის კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის ლექციებს მომავალშიც გამართავს.