18 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში ღონისძიება - მრავალფეროვანი საქართველო - გაიმართა, რომელიც ეთნიკური აზერბაიჯანელების კულტურას, საქართველოს მრავალფეროვნებასა და მულტიკულტურულობის მნიშვნელობას ეხებოდა.
ღონისძიება გახსნა და დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია. მოდერატორი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,წითელი ხიდის'' დირექტორი ჯეიჰუნ მუჰამედ ალი იყო.
აღნიშნულს ესწრებოდნენ: საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის მრჩეველი - ელდარ ბაირამოვი; საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე - ივენ კალი, ასევე პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და სხვა საპატიო სტუმრები.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები, რომლებიც ნოვრუზ ბაირამსა და რამადანს შეეხება, თუ რას გულისხმობს და რა ისტორია აქვს საქართველოში თითოეულ მათგანს. ასევე, მოეწყო ნახატების, ხალიჩების, ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ტკბილეულის გამოფენა.
აღნიშნული, არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ხიდის“ ორგანიზებით და კავკასიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.