კავკასიის უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს CU-ის საპატიო დოქტორის, გამოჩენილი საზოგადო და საგანმანათლებლო ფიგურის, უდიდესი ღვაწლის მქონე დოქტორის ჯეისონ ა. სკორზას გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, კოლეგებს, დოქტორი ჯეისონი არა მხოლოდ საოცარი პროფესიონალი, არამედ ღირსეული ადამიანიც იყო, რომელიც დააკლდება თითოეულ ჩვენგანს და რაც მთავარია საგანმანათლებლო სივრცეს.
ჯეისონ სკორზა იყო ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ფილოსოფიისა და პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი.
დოქტორი სკორზა უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) გენერალური მდივნისა და გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობასაც იკავებდა, ასევე გაეროს/IAUP კომისიის წევრი იყო კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მიმართულებით.
ვრცლად ჯეისონის შესახებ იხ. ბმულზე.