4 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა მუჰამედ შარიფ მალექზადემ (ირანის რესპუბლიკის კვლევისა და განვითარების საერთაშორისო უნივერსიტეტის სითი ვანის პრეზიდენტი და ირანის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი) საჯარო ლექცია თემაზე, "The Next Generation of Students" გამართა.
საჯარო ლექცია კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის გაიმართა. შეხვედრის ბოლოს სტუმარმა ადმინისტრაციის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
მუჰამედ შარიფ მალექზადე კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, კახა შენგელიას შეხვდა, კამპუსი დაათვალიერა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.