საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლების შეხვედრა CSB-ის სტუდენტებთან

4 ივლისი 2022

კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები კავკასიის ბიზნესის სკოლის, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდნენ. 

 

ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვარლამ ებანოიძემ ლექცია წაიკითხა თემაზე: რას საქმიანობს ეროვნული ბანკი ფინტექის მიმართულებით. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ის შესაძლებლობები, რომლებიც სტუდენტებს აქვთ აღნიშნული მიმართულებით.

 

ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს  თავიანთი სამომავლო გეგმები და პროექტები გააცნეს, ასევე, მიიღეს დეტალური ინფორმაცია მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.