ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის სემინარები

11 იანვარი

დაგეგმილ რვა შეხვედრაში მონაწილეობენ სხვადასხვა სამთავრობო რგოლის წარმომადგენლები და ექსპერტები. პირველი სემინარი "ნატო-საქართველოს თანამშრომლობის 20 წელი" ევროპული ინტეგრაციის კვლევების ცენტრის დირექტორმა ვასილ ჭყოიძემ წაიკითხა. 30 აპრილს ლექციას „საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა“ გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე უძღვებოდა. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები ყველა მომდევნო სემინარში მიიღებენ მონაწილეობას.