NIBES-ის ყოველწლიური კონფერენცია

3 ივლისი 2019

3 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორმა, ირენა მელუამ მონაწილეობა მიიღეს ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების საერთაშორისო ქსელის, NIBES-ის ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელსაც ESC კლერმონტის უნივერსიტეტმა უმასპინძლა, საფრანგეთის ქალაქ კლერმონტში.

 

კონფერენციის მიზანია პარტნიორ უნივერსიტეტებში მიმდინარე კვლევითი პროექტების შედეგების გაზიარება. ასევე ერთობლივი კვლევის სფეროების იდენტიფიცირება და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ბიზნესის სესია, სადაც ქსელის წევრებმა განიხილეს უნივერსიტეტებში განხორციელებული ცვლილებები და წარმოადგინეს ახალი ინიციატივები.

 

კავკასიის უნივერსიტეტი 2007 წლიდან NIBES-ის გლობალური ქსელის წევრია. ორგანიზაცია აერთიანებს 19 ქვეყნის ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლებს და ხელს უწყობს თანამშრომლობას სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევების, სტაჟირებების და სხვა ინოვაციური პროექტების განხორციელებით.დასრულდება.

 

NIBES-ის ყოველწლიური კონფერენცია 5 ივლისს დასრულდება.