13-14 ივლისს, კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანმა, ელენე ჯღარკავამ და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორმა, ირენა მელუამ მონაწილეობა მიიღეს ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების საერთაშორისო ქსელის, NIBES-ის ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც წელს პირველად გაიმართა დისტანციურად.
კონფერენციის მიზანი გახლდათ პარტნიორ უნივერსიტეტებში მიმდინარე პროექტების შედეგების გაზიარება. ასევე წევრებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ახალი მიმართულებების იდენტიფიცირება.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ბიზნესის სესია, სადაც ქსელის წევრებმა განიხილეს უნივერსიტეტებში განხორციელებული ცვლილებები და წარმოადგინეს ახალი ინიციატივები.
კავკასიის უნივერსიტეტი NIBES-ის გლობალური ქსელის წევრი 2007 წლიდან არის. გასათვალისწინებელია, რომ ორგანიზაცია ხელს უწყობს წევრ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ერთობლივი კვლევების, სტაჟირებებისა და სხვა ინოვაციური პროექტების განხორციელებით.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ყოველწლიური კონფერენცია საქართველოში, კერძოდ კი კავკასიის უნივერსიტეტში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა კოვიდ-19 თან დაკავშირებული პანდემიის გამო ღონისძიება ერთი წლით გადავადდა და მას 2022 წელს ვუმასპინძლებთ.