ნიკოლოზ ბარათაშვილის სიცოცხლის ბოლო წლები

7 დეკემბერი 2022

კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორის, მარიამ მანჯგალაძისა და ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ორგანიზებით, 5 დეკემბერს, წიგნის მაღაზია „ლიბრარეაში“, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, თსუ-ის ასოცირებული პროფესორის, თამარ შარაბიძის, საჯარო ლექცია გაიმართა. 

 

საჯარო ლექციის  თემა  “ნიკოლოზ ბარათაშვილის სიცოცხლის ბოლო წლები” იყო.

 

ლექციას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები. თამარ შარაბიძემ მსმენელებს გააცნო ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები  ნახჭევანსა  და განჯაში. პროფესორის კვლევა ეყრდნობა ნახჭევანისა და განჯის არქივებში მოპოვებულ სამეცნიერო მასალას, შესაბამისად, საინტერესო ინფორმაცია იყო მოწოდებული ნიკოლოზ  ბარათაშვილისა და აზერბაიჯანელი პოეტი ქალის, გონჩა ბეიმის, ურთიერთობისა და მეგობრობის შესახებ. გაირკვა, რომ  აზერბაიჯანელი პოეტი ქალის ვინაობა და შემოქმედება ცხადი გახდა ბარათაშვილის მიერ მაიკო ორბელიანისადმი მიწერილი წერილიდან. აუდიტორიამ მოისმინა რამდენიმე ლექსი ნიკოლოზ ბარათაშვილისა და გონჩა ბეიმის შემოქმედებიდან.

 

ღონისძიება მიეძღვნა ნიკოლოზ ბარათაშვილის 205 წლის იუბილეს. პროფესორმა თამარ შარაბიძემ თავისი ავტორობით გამოცემული წიგნები კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა.