კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, ნიკოლოზ შურღაიას საჯარო ლექცია თემაზე - „ოცნებები + რეალობა + სიბეჯითე“ გაიმართა.
ნიკოლოზ შურღაია - პაშა ბანკის გენერალური დირექტორი, სადაგი - საქართველოს დამლაგებელთა გილდიის - თანადამფუძნებელი და "ვიდეობლოგი წიგნებზე" ავტორია.
ლექციის მსვლელობისას, სპიკერმა ისაუბრა იმ ფაქტორებზე, ჩვევებზე, უნარებზე და გამოცდილებებზე, რომლებიც გასათვალისწინებელია პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სპიკერმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.
ლექციის ბოლოს, ნიკოლოზ შურღაიამ საუკეთესო შეკითხვების ავტორებს საჩუქრად წიგნები გადასცა.
შეხვედრა კავკასიის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით გაიმართა.