ჟან მონეს კათედრის “ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის” (EU-PPS) საორგანიზაციო შეხვედრა

1 ივლისი 2025

2025 წლის, 30 ივნისს, ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ჟან მონეს კათედრის „ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ EU-PPS მორიგი საორგანიზაციო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ კათედრის პროფესორი გურანდა ჭელიძე და კათედრის გუნდის წევრი, ჟან მონეს პროფესორი ეკატერინე ქარდავა, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი დავით ნატროშვილი, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამისა და “ევროინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები” სამაგისტრო პროგრამის ადმინისტრაცია.   

 

შეხვედრაზე ჟან მონეს კათედრის პროფესორმა გურანდა ჭელიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე სასწავლო წელს შესრულებულია პროექტით გათვალისწინებული ყველა აქტივობა. მან შეაჯამა 2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში განხორციელებული აქტივობები - სალექციო კურსები, საკვირაო სკოლები და ტრენინგები აკადემიური პერსონალისათვის, ასევე ევროპის დღის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიები. მიმდინარე სემესტრის ფარგლებში სულ კათედრის ბენეფიციარი იყო: სალექციო კურსების ფარგლებში - 47 სტუდენტი, საკვირაო სკოლის ფარგლებში - 25 სტუდენტი, 20 სკოლის მოსწავლე, 28 მასწავლებელი, 22 აკადემიური პერსონალი; ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 16-მა სტუდენტმა.  საერთო ჯამში, პროექტით დაგეგმილი აქტივობებში მონაწილეთა რაოდენობაა 142.

 

გურანდა ჭელიძემ ასევე ისაუბრა აქტივობების შედეგად მიღებული უკუკავშირის შესახებ. საკვირაო სკოლის მონაწილეები ერთსულოვნად აღნიშნავდნენ ინტერესს წარმოდგენილი საკითხების მიმართ და ცოდნის საჭიროებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე. მიმდინარე სემესტრში დაიბეჭდა კათედრით გათვალისწინებული ერთი სამეცნიერო სტატია. 2026 წელს დაგეგმილი სალექციო შეხვედრებისათვის კათედრის წევრმა, ბუქარესტის უნივერსიტეტის პროფესორმა რადუ კარპმა წარმოადგინა 8 საათიანი სალექციო კურსის მოდული.

 

გარდა აღნიშნული საკითხებისა, გურანდა ჭელიძემ ისაუბრა მისი მონაწილეობის შესახებ სამეცნიერო კონფერენციებში - კიშინიოვსა და თბილისში. ამავდროულად აღნიშნა, რომ მან და ამ კათედრის განხორციელებაში ჩართულმა სტუდენტებმა ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამიდან, მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტთა კონფერენციაში (3 სტუდენტი), ასევე კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს მოდულის “სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში” ფარგლებში ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციაში “იკვლიე ევროკავშირი საქართველოსათვის”  (12 სტუდენტი). მათი ნაშრომები დაიბეჭდა კონფერენციის ანოტაციების ჟურნალში. კათედრამ ასევე უმასპინძლა კოიმბრას უნივერსიტეტის პროფესორს.

 

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა კათედრის ფარგლებში 2024-2025 სასწავლო წელს გაწეული სამუშაოები.