22 ივლისს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, საორიენტაციო შეხვედრა გამართა საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებისთვის.
2024 წლის შემოდგომის სემესტრში, კავკასიის უნივერსიტეტის 40-მდე სტუდენტი მონაწილეობას მიიღებს ბილატერალურ საერთაშორისო/ Erasmus+ ის გაცვლით პროგრამებში და გაემგზავრებიან უნივერსიტეტის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ნიდერლანდები, პორტუგალია, იტალია, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, უნგრეთი, ჩეხეთი და თურქეთი.
შეხვედრის მსვლელობისას, სტუდენტებმა მიიღეს დამატებით ინფორმაცია მობილობის პროცესისა და პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდგომ ეტაპებზე.