16 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, მედიცინის პროგრამის უცხოელი სტუდენტებისათვის, მორიგი საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა.
ტრადიციულად, სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია, როგორც უნივერსიტეტის მისიის, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე უნივერსიტეტში არსებული სერვისებისა და სასწავლო პროცესში ჩართული დეპარტამენტების საქმიანობის შესახებ.
დამსწრე სტუდენტებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენლებს, რომლებმაც ამომწურავი ინფორმაცია გაუზიარეს აღნიშნული პროგრამის შესახებ.
სტუდენტები ასევე შეხვდნენ სტუდენტთა მომსახურებისა და სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რომლებმაც ვრცელი ინფორმაცია მიაწოდეს აკადემიური პროცესის შესახებ.
საორიენტაციო შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, რომ მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.