2 სექტემბერს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში (Erasmus+/ Bilateral Exchange) მონაწილე სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც სასწავლო პროცესს მიმდინარე აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრიდან დაიწყებენ.
აღსანიშნავია, რომ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტში აკადემიურ სემესტრს საფრანგეთის, გერმანიის, დანიის, შვეიცარიის, ყაზახეთის და ინდოეთის წამყვანი პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები გაატარებენ.
საორიენტაციო შეხვედრის მსვლელობისას სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ უნივერსიტეტის მისიის, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ. აგრეთვე უნივერსიტეტში არსებული სერვისებისა და სასწავლო პროცესში ჩართული დეპარტამენტების საქმიანობის შესახებ (სტუდენტური სამსახურისა და სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის).