საორიენტაციო შეხვედრა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის სტუდენტებთან

10 სექტემბერი 2026

7 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში (Erasmus+ / Bilateral Exchange) მონაწილე სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც სწავლას კავკასიის უნივერსიტეტში 2026 წლის შემოდგომის სემესტრიდან დაიწყებენ.

 

აღსანიშნავია, რომ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში აკადემიურ სემესტრს საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, რუმინეთისა და ევროპის სხვა წამყვანი პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები გაატარებენ.

 

საორიენტაციო შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ კავკასიის უნივერსიტეტის მისიის, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ.

 

სტუდენტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებულ სერვისებსა და მათთვის მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ საკითხებზე, მათ შორის, სტუდენტთა მომსახურებისა და სასწავლო პროცესის მონიტორინგის სამსახურისა და სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის შესახებ.