პანელური დისკუსია - ,,მაღალანაზღაურებადი დასაქმება და IPR''

13 დეკემბერი 2023

12 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე, ,,მაღალანაზღაურებადი დასაქმება და IPR''.

 

პრეზენტაცია ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის დეპარტამენტის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, პოსტპროდუქციის კომპანია "POSTRED"-ის და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ორგანიზებით.

 

მოწვეული სპიკერები იყვნენ:

 

ბესო კაჭარავა - POSTRED-ის დამფუძნებელი და ხმის დიზაინერი

ზვიად მღებრი (მღებრიშვილი) - POSTRED-ის თანადამფუძნებელი და კომპოზიტორი

ლუკა ლებანიძე - POSTRED-ის Game Audio მიმართულების ხელმძღვანელი

თიკა ნებიერიძე - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

ხოლო უნივერსიტეტის მხრიდან პანელურ დისკუსიაში ჩართული იყო კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანი იოსებ ბერიკაშვილი.