სასტუმრო Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel, Tbilisi-ის წარმომდაგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

5 ივნისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის დეპარტამენტის ორგანიზებით, 1 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს სასტუმრო Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel, Tbilisi-ის წარმომადგენლები შეხვდნენ.

 

მოწვეული სპიკერები იყვნენ: ტრენინგ მენეჯერი - შორენა ბერეჟიანი; HR მენეჯერი - ლეილა ახმეტელაშვილი და გენერალური მენეჯერი - ტომას ვან ოპსტალ, რომელსაც 40 წელზე მეტი გამოცდილება აქვს სასტუმროს მართვის მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო ქსელში.

 

პრეზენტაციის მიზანი იყო სტუდენტებს მიეღოთ ინფორმაცია სასტუმროსა და მიმდინარე ვაკანსიების შესახებ.