ჟან მონეს კონფერენციაში მონაწილეობა - ბსუ, ბათუმი

8 იანვარი 2024

 

 

ჟან მონეს კონფერენციაში მონაწილეობა

ბსუ, ბათუმი, საქართველო

 

2023 წლის 29-30 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა დაცვა ევროკავშირში“. კონფერენცია ორგანიზებულ იქნა ჟან მონეს კათედრის ფარგლებში „ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა“.

 

ჟან მონეს მოდულის „EU-LP-GE”  პროფესორებმა დოქტ. ეკატერინე ქარდავამ და დოქტ. გურანდა ჭელიძემ მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში. მათ გააკეთეს მოხსენება შემდეგ თემაზე: „ევროპული სწავლების სავალდებულო ბუნების მნიშვნელობა საქართველოს უმაღლესი განათლების პოლიტიკაში“. მოხსენება შეიცავდა ევროპული სწავლების პოპულარიზების ასპექტებს, ჟან მონეს მოდულის „EU-LP-GE” მიზნების, ამოცანებისა და მეთოდების დისემინაციას, აგრეთვე, იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას საქართველო ევროპული სწავლების კონტექსტში.

 

პროფესორები, მინიმუმ 15 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ კონფერენციაში. აღნიშნულმა შესაძლებლობა მისცა ჟან მონეს აქტივობების განმახორციელებლებს უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი და დაემყარებინათ პროფესიული კავშირები.

 

იხ. ინფორმაცია კონფერენციისა და გამოქვეყნებული აბსტრაქტების თაობაზე აქ:

 

ჟან მონეს კონფერენციაში მონაწილეობა - ბსუ, ბათუმი

 

http://jeanmonnetchair.edu.ge/conference2023/