ტურიზმის სკოლის პროფესორების მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში

6 ივლისი 2026
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ბრეგაძემ და ასისტენტ-პროფესორმა ნატო რობიტაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებულ VII საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში: „ტურიზმი: გამოწვევები და მდგრადი განვითარება“.

კონფერენციის ფარგლებში ნატო რობიტაშვილმა წარადგინა მოხსენება თემაზე: „მდგრადი ტურიზმის გამოწვევები და ტრანსფორმაციული შესაძლებლობები საქართველოში“, ხოლო გიორგი ბრეგაძემ „ლურჯი ეკონომიკის განვითარების ინსტიტუციური და სტრატეგიული გამოწვევები საქართველოში“. 
 
ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო მწვანე ტურიზმის ჰაბის საქმიანობა, მისი მიზნები, მიმდინარე ინიციატივები და მდგრადი ტურიზმის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები.

კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო აკადემიური წრის, მკვლევრებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის, სადაც განხილულ იქნა ტურიზმის სექტორის წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევები, მდგრადი განვითარების მიდგომები და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები.