5-9 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ტერამოს უნივერსიტეტის, იტალია (University of Teramo, Italy) პროფესორ ნიკო ბორტოლეტოსა (Nico Bortoletto) და კაშტელო ბრანკოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, პორტუგალია (Polytechnic University of Castelo Branco, Portugal) წარმომადგენლებს - კონსეისაო ბაპტისტას და ჯოაო პედრო ლუზს (Conceição Baptista, Joāo Pedro Luz) Erasmus + აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ. მოწვეული პროფესორისთვის, დამატებით სალექციო საათები დაიგეგმა კავკასიის უნივერსიტეტის მედიისა და ბიზნესის სკოლის სტუდენტებთან.
აღსანიშნავია, რომ Erasmus+ კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, ორივე უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი პარტნიორია იტალიასა და პორტუგალიაში. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს აკადემიური პერსონალის მობილობას კვლევისა და სწავლების კომპონენტის ფარგლებში.