31 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება ბერკლის, კალიფორნიის უნივერსიტეტთან გააფორმა.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ UC Berkeley-ის მოკლევადიან სასწავლო პროგრამებში შემდეგი მიმართულებით: ბიზნესი, სამართლი, სოციალური მეცნიერებები, არქიტექტურა, ეკონომიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მედია, საერთაშორისო ურთიერთობები და სხვა.
გასათვალისწინებელია, რომ ბერკლის, კალიფორნიის უნიერსიტეტის დელეგაცია კავკასიის უნივერსიტეტს 2019 წლის სექტემბერში ეწვია, სწორედ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაო შეხვედრების მსვლელობისას შეთანხმდა თანამშრომლობის გაღრმავება
აღსანიშნავია, UC Berkeley ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებო დაწესებულებაა არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მსოფლიოში.