კავკასიის უნივერსიტეტსა და ევროპის დიზაინის ინსტიტუტს, იტალია (Istituto Europeo di Design, Italy) შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
ევროპის დიზაინის ინსტიტუტი ერთ-ერთი წამყვანი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაა იტალიაში, რომელიც 1966 წელს დაარსდა და სტუდენტებს სთავაზობს, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე აკრედიტებულ პროგრამებს.
აღსანიშნავია რომ უნივერსიტეტი სამ ქვეყანაში ოპერირებს (იტალია, ესპანეთი, ბრაზილია) და ჯამში 11 კამპუსი აქვს. აღნიშნული ხაზს უსვამს ინტერნაციონალიზაციის მყარ პოლიტიკას, რაც კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
უნივერსიტეტი თანამშრომლობს კომპანიებთან როგორებისაა: Vogue, Nike, Prada, Ferrari, Apple, Swatch და სხვ.
ამას გარდა აერთიანებს 100,000-ზე მეტ კურსდამთავრებულს, რომლებიც წამყვან პოზიციებს იკავებენ მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნის მოწინავე კომპანიებში, როგორებიცაა: Dior, Valentino, New-York times, Cartier და ა.შ
ევროპის დიზაინის ინსტიტუტთან გაფორმებული თანამშრომლობა კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის, მედიისა და ბიზნესის სკოლებთან შედგა, რომლის ფარგლებშიც, მხარეებს შორის ხელი შეეწყობა სამომავლო განვითარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რაც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კიდევ ერთი ხელსაყრელი შესაძლებლობაა.