ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება კავკასიის უნივერსიტეტსა და მიუნხენის ბიზნესის სკოლას შორის, გერმანია

21 თებერვალი 2024

კავკასიის უნივერსიტეტსა და მიუნხენის ბიზნესის სკოლას, გერმანია (Munich Business School, Germany) შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

 

მიუნხენის ბიზნესის სკოლა ერთ-ერთი წამყვანი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაა გერმანიაში, რომელიც 1991 წელს დაარსდა და სტუდენტებს სთავაზობს FIBAA-ს (საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების აკრედიტაციის ფონდი) მიერ აკრედიტებულ პროგრამებს.

 

აღსანიშნავია რომ მიუნხენის ბიზნესის სკოლა იყო პირველი კერძო უნივერსიტეტი ბავარიაში, რომელმაც მიიღო სახელმწიფო აღიარება 1999 წელს და არის პირველი კერძო უნივერსიტეტი ბავარიაში, რომელმაც მიიღო ინსტიტუციური აკრედიტაცია გერმანიის სამეცნიერო საბჭოსგან.

 

აგრეთვე, მიუნხენის ბიზნესის სკოლა წლებია მოწინავე ადგილს იკავებს Wirtschaftswoche რეიტინგებში და სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებულ უმაღლესი ხარისხის განათლებას.

 

მიუნხენის ბიზნესის სკოლასთან გაფორმებული თანამშრომლობა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს სემესტრული მობილობის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ გერმანიის ერთ-ერთ მოწინავე უნივერსიტეტში.