ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება Sciences Po უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის

17 იანვარი 2024

კავკასიის უნივერსიტეტსა და Sciences Po-ს, საფრანგეთი, შორის  ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

 

Sciences Po ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო კვლევითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საფრანგეთში, რომელიც 1872 წელს დაარსდა.

 

უნივერსიტეტს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით, მსოფლიოში წამყვან ინსტიტუტებს შორის მოწინავე ადგილი უჭირავს.

 

QS Ranking-ის 2023 წლის მონაცემებით, “Politics” კატეგორიაში, Sciences Po იკავებს პირველ ადგილს ევროპის მასშტაბით, ხოლო მე-3 ადგილს მსოფლიოს მასშტაბით. კვლევის მიმართულებით კი უნივერსიტეტი მესამე ადგილზეა მსოფლიოში და უსწრებს ლონდონის ეკონომიკის სკოლასა და სტენდფორდის უნივერსიტეტს.

 

უნივერსიტეტი ასევე აერთიანებს 90,000 კურსდამთავრებულს, რომლებიც  წამყვან გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებს იკავებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო უწყებებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

 

Sciences Po-სთან გაფორმებული თანამშრომლობა კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, Erasmus+ სემესტრული მობილობის პროგრამით ისარგებლონ და საერთაშორისო გამოცდილება მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტში მიიღონ.