23-28 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერობებისა და პროექტების დეპარტამენტმა პარტნიორი უნივერსიტეტების: ტუშას უნივერსიტეტისა (University of Tuscia) და ესტონეთის ბიზნესის სკოლის (Estonian Business School,Estonia) წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში ტუშას უნივერსიტეტის წარმომადგენლებისათვის: სანდრა ბერტუჩინი (Sandra Bertuccini), მარია ასუნტა მორისონი (Maria Assunta Morosini) და ფრანცესკო კლარიონი, (Francesco Clarioni) შეხვედრები გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის იურისტთან, ირმა კუხიანიძესთან, ასევე შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორთან, აკაკი კაპანაძესთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და განიხილეს ამ მიმართულებით არსებული ევროპული სტანდარტები.
გასათვალისწინებელია, რომ ესტონეთის ბიზნესის სკოლის წარმომადგენელმა კარმო კრუსმა (Karmo Kroos) კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანთან, ელენე ჯღარკავასთან და კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანთან, იოსებ ბერიკაშვილთან დაგეგმილი სამუშაო შეხვედრების ფარგლებში ჩაატარა კვლევა, რომელიც ევროპის უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის საკითხს მოიცავს.
ვიზიტის ფარგლებში კარმო კრუსი კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორს, ირენა მელუას და მეწარმეობის განვითარების ცენტრის ხელმძღავნელს, რუსუდან ჩაჩანიძეს შეხვდა, მხარეებმა შეხვედრების მსვლელობისას განიხილეს უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობა, მიღწევები და სამომავლო გეგმები.
აღსანიშნავია, რომ ესტონეთის ბიზნესის სკოლა (Estonian Business School) და ტუშას უნივერსიტეტი (University Tuscia) ერაზმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის (International Credit Mobility – ICM) პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორები არიან. თანამშრომლობა კი მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობას.