Phubber - ,,იდეიდან წარმატებამდე''- გიორგი ჩუგოშვილი სტუმრად CU კამპუსში

21 აპრილი 2021

21 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის სტარტაპ აქსელერატორ C10-ის ორგანიზებით, CU კამპუსის საკონფერენციო დარბაზში, Phubber-ის თანადამფუძნებელ გიორგი ჩუგოშვილთან შეხვედრა გაიმართა.

 

გიორგი ჩუგოშვილმა აუდიტორიას კარიერული განვითარების ახალ ეტაპზე მიღებული გამოცდილება გაუზიარა და იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ შეძლო მცირე დროში Phubber-ი გამხდარიყო ტანსაცმლის ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია საქართელოში.

 

შეხვედრის ფარგლებში, სპიკერმა ისაუბრა ისეთ საინტერესო თემებზე, როგორებიცაა სტარტაპის პირველი ნაბიჯები, გამოწვევები და შესაძლებლობები, სილიკონ ველის გამოცდილება.

 

ქართული პლატფორმა „Phubber”-ი, მომხმარებელს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სილამაზის პროდუქტებისა და აქსესუარების ონლაინ ყიდვა-გაყიდვას სთავაზობს.