21 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში, საჯარო მმართველობით, დიპლომატიითა და საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის გაიმართა სახელმწიფოს მართვის სიმულაციური თამაში „მართე სახელმწიფო“.
სპეციალური კომპიუტერული სიმულაციისა და აკადემიური პერსონალის მხარდაჭერით აბიტურიენტებმა პრაქტიკაში გამოსცადეს:
- რას ნიშნავს სახელმწიფოს მართვა და რა განსაზღვრავს ეფექტურ მმართველობას
- როგორ ნაწილდება პოლიტიკური კაპიტალი და საბიუჯეტო რესურსები სხვადასხვა პოლიტიკის განხორციელებისას
- რა გავლენა აქვთ ამომრჩევლებს, ინტერესთა ჯგუფებს, იდეოლოგიებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს პოლიტიკურ პროცესებზე
- როგორ უკავშირდება ერთმანეთს პოლიტიკა, ეკონომიკა, უსაფრთხოება და საერთაშორისო ურთიერთობები
- როგორ შეიძლება ერთ სფეროში მიღებულმა გადაწყვეტილებამ მოულოდნელი შედეგები გამოიწვიოს სხვა სფეროში
აბიტურიენტებს შორის გამოვლინდა ლიდერობის, არგუმენტირების და საჯარო გამოსვლის საუკეთესო უნარების მქონე სამი მონაწილე. გამარჯვებულებს გადაეცათ სახელმწიფო მართვის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო ვაუჩერები:
I ადგილი – ცოტნე ვაშაკიძე - 1500 ლარი;
II ადგილი – ნინო ალანია - 1000 ლარი;
III ადგილი – ლუკა შაინიძე - 700 ლარი.
ღონისძიებას უძღვებოდნენ:
ეკა აკობია – სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, CSG-ის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი; ემირ ეთერია – CSG-ის ეკონომიკის პროფესორი; გიორგი ცხადაია – CSG-ის პოლიტიკური მეცნიერების ასოცირებული პროფესორი.
