ერთობლივი სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია

21 სექტემბერი 2016

21 სექტემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ ,,თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2016’’–ის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემის ინჟინერინგის ფაკულტეტის შენობაში  გაიმართა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია: ,,საქართველოში აგრობიზნესის განვითარების ხელშესაწყობად პროფესიული  და უმაღლესი განათლების ინოვაციური სასწავლო პროგრამების დანერგვა’’.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს:  საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, კავკასიის უნივერსიტეტის, პროფესიული სასწავლებლებების, აგრობიზნესის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა.