14 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ცნობილი თურქი მთარგმნელისა და ქართველოლოგის, ასოცირებული პროფესორის ჰარუნ ჩიმქეს მიერ თურქულ ენაზე თარგმნილი ჭაბუა ამირეჯიბის წიგნის „დათა თუთაშხიას“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე, ჰარუნმა დამსწრე აუდიტორიას გააცნო ის დეტალები და გამოწვევები, რაც თარგმნის პროცესს თან ახლდა, ისაუბრა თავის მიერ დანახულ პერსონაჟებსა და წიგნის მთავარ სათქმელზე. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
პრეზენტაციაზე დამსწრე ადიტორიას სიტყვით მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი - კახა შენგელია, რომელმაც ასევე ისაუბრა ჰარუნის შემოქმედებაზე.
ჰარუნ ჩიმქეს თურქულ ენაზე ნათარგმნი აქვს არა ერთი ქართული წიგნი და მიღებული აქვს ისეთი ჯილდოები, როგორებიცაა: იაკობ გოგებაშვილის მედალი; საპატიო დოქტორის წოდება; საპატიო სიგელი.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტმა თავისი წვლილი შეიტანა და ჰარუნ ჩიმქეს დაუფინანსა საავტორო უფლებები.