კავკასიის უნივერსიტეტში, „ისტორიის ცენტრი აბიტურიენტებისთვის - იცას“ მიერ გამოცემული წიგნების: სამოქალაქო განათლება მარიამ გვარამიას ავტორობით და ინგლისური ენა მარიამ-მანგა ავალიანის ავტორობით - პრეზენტაცია გაიმართა.
დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, დაანონსდა ისტორიის, ქართულისა და გეოგრაფიის წიგნების პრეზენტაცია, რომლებიც უახლოეს მომავალში გამოიცემა.
„ისტორიის ცენტრი აბიტურიენტებისთვის - იცას“ მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ ორგანიზაციის დირექტორი გიგი გიოშვილი, იცას მენეჯერი ნატალია ბერიანიძე, წიგნის ავტორები, იცას პედაგოგები, კურსდამთავრებულები და აბიტურიენტები.