თენგიზ ვერულავას მოხსენების პრეზენტაცია ეროვნული არქივის X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე

29 სექტემბერი 2025

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში, 26 სექტემბერს, გაიართა X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა, ტენდენციები და გამოწვევები". სამდღიან კონფერენციაში 160-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი და მკვლევარი მონაწილეობს.

 

კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა თენგიზ ვერულავამ წარადგინა მოხსენება „სოციალური დაზღვევის სისტემა დამოუკიდებელ საქართველოში (1918–1921 წლები)“.

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალური პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენდა ევროპული სოციალური სახელმწიფოს გამოცდილება.

 

მიუხედავად რთული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებისა, საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა პირველი ნაბიჯები სოციალური დაცვის სისტემის შექმნისკენ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ქალაქ ტფილისის საერთო საქალაქო საავადმყოფო კასის ჩამოყალიბებას.

 

საავადმყოფო კასების მოდელი არსებითად წააგავდა გერმანულ „Krankenkasse“-ს — ბისმარკისეული სოციალური დაზღვევის სისტემის ერთ-ერთ საყრდენს. ეს მსგავსება მოწმობს, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალური პოლიტიკა არ ყოფილა იზოლირებული, არამედ მას საფუძვლად ედო იმ დროისთვის ყველაზე პროგრესული ევროპული სოციალური მოდელები. სწორედ ამაზე დაყრდნობით განხორციელდა სოციალური სახელმწიფოს საწყისი ელემენტების ჩამოყალიბება, რაც ქართულ სახელმწიფოს ევროპულ სოციალურ სივრცესთან აკავშირებდა.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტი.