20 ივნისს, გამომცემლობა „დიოგენესთან“ თანამშრომლობით, გაიმართა ზიგმუნდ ფროიდის წიგნის - „სიზმრის ინტერპრეტაციის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია.
წიგნი წარადგინა კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ფსიქოლოგიის დოქტორმა გიგა მამინაშვილმა, აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე გაიმართა საჯარო ლექცია - „სიზმრების ინტერპრეტაცია - არაცნობიერის აღმოჩენა და მისი მნიშვნელობა დღეს“.
პრეზენტაციაზე ასევე მოწვეული იყო წიგნის მთარგმნელი მაია ბადრიძე.
შეხვედრის ბოლოს დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა შეეძინა, როგორც ზიგმუნდ ფროიდის წიგნი, ისე სხვა წიგნები, რომლებსაც „დიოგენე“ NONFICTION სერიის ფარგლებში გამოსცემს.