ახალი საბაკალავრო პროგრამის - ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია - პრეზენტაცია

18 ივლისი 2024

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს იწვევს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე.

 

შეხვედრა გაიმართება 23 ივლისს, 15:00 საათზე, სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ის საკონფერენციო დარბაზში, სადაც მსმენელს გავაცნობთ პროგრამის შინაარსს, დასაქმების შესაძლებლობებს და იმ უპირატესობებს, რომელთაც პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს.

 

საბაკალავრო პროგრამა შექმნილია საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით და მასში გათვალისწინებულია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომით ბაზარზე არსებული მოთხოვნები.

 

პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტს შესაძლებლობა, მიიღოს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სფეროს ფართო ცოდნა და მოამზადოს ენერგეტიკის სექტორში დასაქმებისთვის.

 

პრეზენტაციაზე აბიტურიენტები მიიღებენ ინფორმაციას სასტიპენდიო პროგრამებისა და გრანტების შესახებ, რომელსაც მათ ორგანიზატორები დამატებით სთავაზობენ.

 

პროგრამის განხორციელებაში კავკასიის უნივერსიტეტის გარდა, მონაწილეობენ უნივერსიტეტის პარტნიორი სასწავლო დაწესებულებები, საჯარო ორგანიზაციები და კერძო კომპანიები, მათ შორის პროგრამის ინიციატორი და ავტორი, ენერგეტიკის დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია „პარვუს ჯგუფი“, რომელიც ჩართული იქნება სტაჟირების და დასაქმების პროგრამებში.

 

დეტალურ ინფორმაციას პროგრამის შესახებ გაეცანით ბმულზე.