პროექტ „ასწავლე თავისუფლებისთვის“ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

29 იანვარი 2024

27 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ „ასწავლე თავისუფლებისთვის“ ინგლისური ენის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.

 

პროექტი გულისხმობს, ინგლისური ენის 6 თვიან ინტენსიურ კურსს თბილისის უნივერსიტეტების იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც საშუალო განათლება აფხაზეთში მიიღეს.

 

ინგლისური ენის სკოლა, არასამთავრობო ორგანიზაცია „აქ ახლა-თავისუფლებისთვის“ ინიციატივითაა შექმნილი აფხაზეთიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის და თბილისის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.