პროექტი „გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ - მესამე მიღება

6 თებერვალი 2023

 

4 და 5 თებერვალს, პროექტის „გასტრონომიული ცოდნის ბანაკის“ ფარგლებში, მესამე მიღების მონაწილეებისთვის ტრენინგები ჩატარდა, რომელსაც  პროექტის პირველ ნაკადში შერჩეული საუკეთესო შეფ-მზარეულებიდან ერთ-ერთი შეფი უძღვებოდა.

 

აღნიშნულ ტრენინგებს კავკასიის უნივერსიტეტი USAID-ის პროგრამასთან - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“- თანამშრომლობის ფარგლებში, ბასკეთის კულინარიის ცენტრისა და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

 

ტრენინგები ერთი მიმართულებით ჩატარდა - კრეატიულობა და სერვირება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცნენ კრეატიულობის იმ მთავარ ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება რესტორნებსა და ზოგადად კვების ბიზნესში კერძების ვიზუალური მხარის გაუმჯობესებისთვის.

 

აღნიშნული მიმართულებით ტრენინგებს ატარებდა შეფი: ანა იშხანოვა.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტს ბასკეთის კულინარიის ცენტრთან აქვს  სტრატეგიული ურთიერთთანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც 2024 წელს, კახეთში, კერძოდ გურჯაანში, კავკასიის გასტრონომიის აკადემია გაიხსნება.