ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

15 ნოემბერი 2022

7-12 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა და კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლამ, ერაზმუს+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ევროპული სკოლის (Lille Catholic University, ESPOL) ასისტენტ პროფსორს, ჯულია პრელც ოლტრამონტის უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები შედგა კავკასიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან და ასევე  კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანთან, ქალბატონ ეკა აკობიასთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს ფაკულტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სტრატეგიებზე, განიხილეს კვლევებისა და  ერთობლივი პროექტების დაგეგმვის შესაძლებლობები.

 

მობილობის ფარგლებში დაიგეგმა სალექციო საათები კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებთან. პროფესორ ოლტრამონტის უმასპინძლეს კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი მუჩაიძემ, საერთაშორისო უსაფრთხოების საფუძვლების სალექციო კურსის ფარგლებში და პროფესორმა ეკა აკობიამ, შესავალი საერთაშორისო ურთიერთობების კურსის ფარგლებში.

 

ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი, ერაზმუს+  საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროექტის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორია საფრანგეთში. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მობილობა განხორციელდა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით.