პროფესორ ნუგზარ სხირტლაძის სახელობის აუდიტორიის გახსნა

28 დეკემბერი 2022

28 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, CU-ის თანადამფუძნებლისა და სასწავლო დარგში ვიცე- პრეზიდენტის, დამსახურებული პროფესორისა და მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელის, ღირსების ორდენის კავალერის - ნუგზარ სხირტლაძის სახელობის აუდიტორია გაიხსნა.

 

ღონისძიებას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მათ ნუგზარ სხირტლაძეზე ისაუბრეს, მისი საქმიანობა და პროფესიონალიზმი შეაფასეს. აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარსდგა კახა შენგელია, ასევე, უნივერსიტეტის წარმომადგენლები თუ სხვა მოწვეული სტუმრები.
 

კავკასიის უნივერსიტეტი მადლობას უხდის ნუგზარ სხირტლაძეს გაწეული ღვაწლისთვის.