23 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ''ლიბრარეა''-ში საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციას წარუძღვა ჟურნალისტი და ბლოგერი, ნიკო ნერგაძე, თემაზე - „21-ე საუკუნე, კომუნიკაცია და თავისუფლება“.
სპიკერმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა: თანამედროვეობა, მისი თანმდევი პროცესები, თავისუფლება, კომუნიკაციის როლი და გავლენა 21-ე საუკუნეში. ლექცია წარიმართა ინტერაქციულ ფორმატში, მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.
ლიბრარეას სივრცეში აქტიურად იმართება სხვადასხვა სამეცნიერო, კულტურული თუ სხვა სახის საუბრები. სივრცე მუდმივად მასპინძლობს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და საზოგადოებისთვის საინტერესო სპიკერებს. ასევე, იგეგმება ახალი ღონისძიებები სერიისთვის - საუბრები ლიბრარეაში.