28 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა საჯარო ლექცია - ,,ლიხს იქით და ლიხს აქეთ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შესახებ“.
ლექციას გაუძღვა კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი, დავით შოვნაძე.
საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნა:
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმთავრესი ამოცანები და მიზნები, მათი კავშირი ჯანდაცვის მენეჯმენტის პრინციპებთან და ამოცანებთან მიმართებაში;
- რა არის საზოგადოებრივი ჯანდაცვა და რა არის მისი პრინციპები;
- რა კავშირი არსებობს ჯანდაცვის მენეჯმენტსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვას შორის;
- არის თუ არა საზოგადოებრივი ჯანდაცვა უმთავრესი წერტილი ჯანდაცვის მენეჯმენტის ამოცანებისთვის.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.