საჯარო ლექცია -„მშობიარობა, როგორც ხელოვნება“

4 ივნისი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ორგანიზებით, 4 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „მშობიარობა, როგორც ხელოვნება“.

 

საჯარო ლექციას გაუძღვა კლინიკური ფსიქოლოგი, პროფესიონალი ერიქსონის ქოუჩი საერთაშორისო სერტიფიკატით (კანადა), საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლოგოთერაპევტი (საზრისზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტი, ავსტრია), ერთადერთი ლოგოთერაპევტი ამ მომენტისთვის კავკასიის ქვეყნებსა და უკრაინაში და ამ მიმართულების შემომტანი - კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაციის პრეზიდენტი (საერთაშორისო ასოციაციის წევრი), კავკასია-აზიის დოულების ასოციაციის პრეზიდენტი (ევროპის დოულების ასოციაციის წევრი, ამერიკის ასოციაციის წევრი), პირველი ქართველი დოულა, რეკრუტინგული კომპანია „ბრაით მაინდ“-ის დამფუძნებელი/დირექტორი, ნინო ბერძნიშვილი.

 

საჯარო ლექციაზე განხილული იყო დოულების წარმოშობის ისტორია, განვითარება და პოზიცია მსოფლიოს მასშტაბით და საქართველოში,

 

სპეციალობის თავისებურებები და ასპექტები, სარგებელი ქალისთვის, კვლევები და მტკიცებულებები, ქალისა და დოულას უფლება-მოვალეობები.